top of page

კიმ უჯინს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს




8 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია რომ უჯინი ერთ-ერთი ბარში გოგონაზე სექსუალურად ძალადობდა


გოგონამ თვითერზე დაწერა:


"კორეაში ბარში წავედი და იქ გასართობად იყო, მაგრამ ჩემთან და ჩემს მეგობართან ლაპარაკი გადაწყვიტა. მისმა მეგობარმა ახლა იციან ვინც არის და მათაც ეტკინათ. აიდოლმა შემავიწროვა, რომელიც ფანებს ძალიან უყვართ. მისი ჯგუფის სახელს ხშირად იყენებდა, ამბობდა რომ კორეაში პოპულარული იყო და უნდა გვეცნო. ვუთხარით რომ მასთან ლაპარაკი არც ლაპარაკი და არც გაყოლა გვინდოდა, მაგრამ გაჯიუტდა და ნებართვების გარეშე სხეულზე შეხება დაგვიწყო. მე და ჩემი მეგობარი იმდენად მთვრალები არ ვყოფილვარ რომ ვერ გვეთქვა რომ არსად გავუვებოდით და უკვე ურთიერთობაში ვიყავით, მაგრამ გაბრაზდა. ხელები ორივეს საჯდომზე შეგვახო და ჩვენი გადარწმუნება სცადა რომ მასთან ერთად რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. ჯგუფის წევრი აღარაა, დიდ კომპანიაშიც არაა, მაგრამ ჯგუფის სახელს მაინც იყენებდა. სხვა წევრის გამო ვწუხვარ რადგან მან ბევრი კარგი რამ გაუკეთა რომ ხალხს მომღერლად დაემახსოვერბინათ. უარის გაგონება არ უნდოდა და გინება დაგვიწყო. მინდა მისმა თითოეულმა ფანმა გაიგოს როგორია, მაგრამ ცნობილი არ ვარ და ვერაფერს ვიტყვი, რადგან ხალხი ჩვენ დაგვაბრალებს რადგან ბაღში ვიყავით და ვსვამდით. ამასწინათ ბარში ვიყავით და ვიცოდით რომ არასწორად მოვიქეცით ვირუსის გამო, მაგრამ ისიც იქ იყო და იგივეს აკეთებდა. თავი დაიცავით. გთხოვთ, არ იცით როგორია ის ხალხი რომელიც მოგწონთ კარგი სიმღერის მღერის გამო, მისი ჯგუფის სიმღერები და ისიც მომწონდა... მაგრამ ახლა მეშინია და ჩემი თავი მეზიზღება. დასაძინებლად რომ ვწვები ისევ მახსენდება როგორ მეხებოდა და როგორი საშინელი შეგრძნება დამეუფლა როცა ცუდ რაღაცეებს გვეძახდა... წამებაა. თვეების განმავლობაში მეგონა რომ ჩემი ბრალი იყო რადგან ღამე გარეთ გავედი მეგობართან ერთად და შემდეგ ბარში წავედით... ამის გამო ვიფიქრე რომ ჩემი ბრალი იყო რაც დამემართა. მაგრამ ასე არაა!!!! [ფოტო: როგორც ჩანს იგივე ბევრმა ჩინელმა ფანმა გამოიარა და მის მოსაშორებლად სამხილი გვაქვს] W ㅜ BIG3."


ანგარიში ზოგის თქმით თვითონ გოგონამ გააუქმა ზოგის თქმით კი დაარეპორტეს.


ერთ პოსტს მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე და ასე გაგრძელდა. ამ სკანდალშიასევე გარიეს ენსითის ჯონუ, თეიონი, ექსოს ბექიონი, მონსთა ექსის ყოფილი წევრი ვონო.(ყველა ეს შემთხვევა ტყუილი აღმოჩნდა)


გოგონას ბრალდებაზე უჯინმა პასუხი გასცა:

"გამარჯობა. ეს კიმ უჯინია. დღეს აფსურდულ სიტუაციაში აღმოვჩნდი... ფანებს გავაგებინე ამ პოსტით. ვიღაცამ უცნაური ჭორი გაავრცელა თვითერზე და შემდეგ ანგარიში გააუქმა... იმ ადამიანს არ შევხვედრივარ, და არც იქ ვყოფილვარ სადაც ამბობენ. ვიცი, ჩემი ფანები შოკში უნდა იყვნენ, მაგრამ იცოდეთ რომ სიცრუეა და არ იდარდოთ. ამასწინათ კომპანიასთან, რომელიც შემეფერება, კონტრაქტი გავაფორმეთ, და სოლო პრომოუშენებისთვის გულმოდგინედ ვემზადები. ჩემი კომპანია სარჩელის შეტანას აპირებს გავრცელებული ჭორების წინააღმდეგ, და ჩემს შემდეგ განცხადებაზე კომპანია იზრუნებს ამიტომ არ იდარდოთ. კარგი. სიახლეს ისევ შეგატყობინებთ. მადლობა."


მალევე გამოჩნდა კომპანია 10 X Entertainment რომელიც ირწმუნება რომ უჯინი მათი არტისტია


"გამარჯობა ეს TenX Entertainment-ია.


კიმ უჯინის წინააღმდეგ გავრცელებული სიცრუეზე ლეგალურ ზომებს მივიღებთ, ის TenX Entertainment-ის არტისტია.


სანამ ზომებს მივიღებთ, ვავრცელებთ ფოტოებს რომ დავრწმუნდეთ რომ ფანებმა რამე არასწორად არ გაიგონ.


(პირველი ფოტო) 10 მარტი, ფოტო არტისტის ინტაგრამეზ 29 აპრილს განთავსდა

(მეორე ფოტო) დაახლოებით ღამის პირველ საათზე. 29 აპრილს, არტისტმა აქსესუარს ფოტო სახლში გადაუღო (მაგ დროსსახლში ვიყავი).


TenX Entertainment-მა ზემოთ ხსენებული პირდაპირ დაადასტურა, და რეაგირებას ცილისწამებაზე არტისტის მიმართ, მავნე, ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთანავე სამხილებით მოახდენს


კიმ უჯინისა და მისი ფანების დასაცავად ყველაფერს ვაკეთებ


დამატებით, თუ SNS ლინკებსა და PDF ფაილებს გამოგზავნით რომელიც არტისტთან დაკავშირებით გამოქვეყნდა, მონაცემებიდან გამომდინარე ლეგალურ ზომებს მივიღებთ.


მადლობა."





ნეთიზენებში უნდობლობა გამოიწვია იმ ფაქტმა რომ ინსტაგრამ და თვითერ ანგარიშები შეიქმნა 8 სექტემბერს შეიქმნა და პირველივე პოსტი მათი არტისტის დახვას მიეძღვნა


ასევე მათი სახელი ემთხვევა ჩიკაგოს DJ DUO-ს ხოლო ლოგო აღებულია ავეჯის მაღაზიის საიტიდან (იხილეთ ფოტოებზე)



12 სექტემბრერს კომპანიამ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა ოფიციალურ ვებსაიტზე


" TeenVogue-მა მოიხსენია 10x Entertainment თვითერის ანონიმური მომხმარბლის თავდასხმის მცდელობაზე, ყალბი ინფორმაციის საშუალებით კიმ უჯინზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ Teen Vogue-ის თხოვნით უამრავი ინფორმაიციის დასადასტურებლად კიმ უჯინისა და კომპანიის მხრიდან


1. 8 სექტემბერს გამოყენებულ ფოტო, რომელშიც ყალბად ავლენენ კიმ უჯინს, დამტკიცდა რომ მოიპარეს ვისკის უბრალო მოყვარულებისგან

(2020.08.31 ორიგინალი : https://instagram.com/p/CEhIolJAL3m/)

(2020.09.08 ყალბი : https://bit.ly/2Fl0HCE)


2. ჩვენ ვართ ახალი კომპანია რომელიც 27 ივლისს ჩამოყალიბდა. ჩვენს კომპანიაზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კორეის მთავრობის სხვადასხვა დეპარტამენტში. (https://bit.ly/32nmGSn , https://bit.ly/35w3a8i)


3. ამ ეტაპზე, კიმ უჯინის ინსტაგრამი დროებით გაუქმებულია, ამის მიზეზი გახდა ნეთიზენების ურიცხვი შტევა. როცა მისი ინსტაგრამი აღდგება, 10x Entertainment-ის ოფიციალური ანგარიშით შეგატყობინებთ.


4. ამდენ შეტევას არტისტი ვერ უძლებს. მისი სოციალური ქსელის გატეხვის უამრავი მცდელობაა. ნეთიზენების ნაწილმა მისი პირადი ტელეფონის ნომერი იპოვა და ინტერნეტში დადო, რაც აუარებელ ზიანს იწვევს. ეს შეტევები ჩვენს ყოველდრიურ ცხოვრებასთან ერთად გრძელდება. არტისტი თავს ცუდად გრძნობს ზიანის მომტანი ჭორებისა და ცრუ ინფორმაციით მის პირად ცხოვრებაში შეჭრის გამო.


5. ძალადომის ან არტისტის პირად ცხოვრებაის დარღვევის ფაქტებზე, როგორიცაა მისი პირადი ინფორმაციის გავრცელება, წმინდა დანაშაულია. 10x Entertainment ლეგალურ ზომებს მიიღებს არტისტის ზიანის თავდან ასაცილებლად.


ვწუხვართ თუ ფანები შევაწუხეთ და ჩვენი არტისტის დასაცავად ყველაფერს გავაკეთებთ. მადლობა."



ავტორის მინაწერი:

ახალი ინფორმაციის გამოჩენისთანავე გაგზიარებთ მას ❤ იმედია გამოძიება ჩატარდება და ყველაფერი მალე გაირკვევა

ინფორმაციის გამოყენების შემთხვევაში მიაწერეთ წყარო

Comments


Post: Blog2 Post

©2019 by FACTS ABOUT KPOP IDOLS. Proudly created with Wix.com

bottom of page